კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში

მზიანი და თბილი საქართველო – ქვეყანა თავისი ისტორიით, თავისი სახელებით და, რა თქმა უნდა, ღვინის დამზადების საკუთარი წესით. უბრალოდ, შეუძლებელია საქართველოს წარმოდგენა ამ ჯადოსნური სასმელის გარეშე. თითქოს, თვით ისტორიამ და თავად უფალმა აკურთხა ეს ქვეყანა ასეთი მრავალფეროვანი ჯიშისა და ტიპის ღვინის წარმოებისთვის.
თითქოსდა, თავად საქართველოს ბუნება სწყალობს მევენახეს, ღვინოს და ვენახებს. უხვი მზე, კონტრასტული რელიეფი, ნიადაგების მრავალფეროვნება და, რა თქმა უნდა, ქართველთა გულკეთილობა – აი, ეს არის კარგი ქართული ღვინის მთელი საიდუმლო.





