შატო ნეკრესი
ორი სიტყვის შეხამება, რომლებიც მეღვინეობის ორ ქვეყანასთან, ღვინის ორ ტრადიციასთან ასოცირდება: ღვინის სამშობლო საქართველოსთან და მეღვინეობის თანამედროვე ლიდერ საფრანგეთთან.
შატო (ფრ. Château) — უმაღლესი არისტოკრატიისა და, ზოგადად, თავად-აზნაურობის ქალაქგარე საკარმიდამო სახლის, ხშირად პარკითა და მეღვინეობის მეურნეობით, საფრანგეთში მიღებული დასახელება.
ნეკრესი — მთაზე მდებარე მიმზიდველი მონასტერია ალაზნის ველის თავზე.
აქ ყველაზე ადრეული ნაგებობაა IV საუკუნის ბოლოს, საქართველოში ქრისტიანობის, როგორც სახელმწიფო რელიგიის მიღების აღსანიშნავად აშენებული ეკლესია.